უცხოეთი
იენს სტოლტენბერგი - ჰიტლერს და სტალინს სიტყვით ვერ შეაჩერებ

 საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. ჰიტლერს და სტალინს სიტყვით ვერ შეაჩერებ, – ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, ადოლფ ჰიტლერს მშვიდობიანი აქციებით ვერ შეაჩერებდი, იოსებ სტალინს – სიტყვებით, ხოლო ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ დიალოგით ვერ დაამარცხებდი.

ნატო 4 აპრილს დაფუძნების 70 წლის იუბილეს აღნიშნავს.

1tv.ge