საზოგადოება
საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. ბრუნეიში 3 აპრილიდან ამოქმედდა ახალი კანონი, რომელიც გეი სექსუალური კავშირისთვის ჩაქოლვით სიკვდილით დასჯას აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC აქვეყნებს.
ამავე კანონით გათვალისწინებულია ქურდობისთვის ამპუტაცია.
საჯარო მიმართვისას ბრუნეის სულთანმა გაძლიერებული ისლამური სწავლების მნიშვნელობაზე ილაპარაკა.
ახალი კანონის თანახმად, ერთნაირსქესიანი სექსუალური ურთიერთობისთვის პირი გასამართლებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამას პირადად აღიარებს ან ოთხი მოწმე დაინახავს. ჰომოსექსუალიზმი ბრუნეიში დასჯადი იყო და წინა კანონმდებლობა 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.