აქტუალური
ივანიშვილს ყველაზე მეტად ეშინია ჩემი ჩამოსვლის - სააკაშვილი

 საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილი პირობას დებს, რომ თუკი საქართველოში ისე შემოვა, რომ არ დაიჭერენ, ის ივანიშვილის ხელისუფლებას სამ დღეში დაასრულებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას ხალხის დახმარება დასჭირდება იმისთვის, რომ მიაღწიოს, თუნდაც, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას.

თბილისის აეროპორტიდან რომ მოდიხარ, მატროსოვი არის მარცხნივ, იქვე გადასახვევი. თუ მექნება საშუალება, რომ მატროსოვში არ გადავუხვიო და 10 წელი იქ არ გავატარო ან 20 წელი და იქვე მომიყომარონ, ჩემს ბიბლიოთეკამდე მივაღწიო, სიტყვაზე, სადაც სამი დღე ვიქნები, გარწმუნებთ ჩვეულებრივად, მშვიდობიანად დაემშვიდობება ხალხი ივანიშვილს, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ის აცხადებს, რომ ღიად ლაპარაკობს სამომავლო გეგმებზე, თუ რა ფორმით აპირებს საქართველოში დაბრუნებას.

მე ვამზადებ ამას. მე ამის ორგანიზებას ვაკეთებ. მე ვმუშაობ სხვადასხვა ჯგუფებთან, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ყველაზე მეტად ბიძინა ივანიშვილს მისი დაბრუნების ეშინია.

ამ მისტიურ, კრიმინალური მენტალობის ადამიანების აქვთ თავისი ფობიები. წარმოუდგენელი ფობია აქვს ივანიშვილს, ეშინია, რომ დასავლეთის ბაკებში გაუყინავენ ფულს და წაართმევენ. ეს არის კოშმარული სიზმარი მისი და მეორე სიზმარია ის, რომ პუტინი საბოლოოდ გაუბრაზდება და არა მხოლოდ ყურებს აუწევს, არამედ აახევს და თავსაც მოაგლეჯს და მესამე, ჩემი ჩასვლა. მას ეშინია ყვლაზე მეტად ქართველი ხალხის, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.