უცხოეთი
ილჰამ ალიევმა მატარებელი დაათვალიერა, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე ივლის

 საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოს სარკინიგზო სადგურში შვეიცარული „შტადლერის“ სამგზავრო მატარებელი დაათვალიერა, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე ივლის.

მატარებელმა სატესტო რეჟიმში თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაკვეთები უკვე გაიარა, მათ შორის ახალქალაქის სადგურიც, სადაც პოსტსაბჭოთა 1 520 მმ-ანი ლიანდაგი ევროპულ 1 435 მმ-ან ლიანდაგებს უერთდება. „შტადლერის“ მატარებელი შეუფერხებლად ორივე მონაკვეთის გავლას შეძლებს.

სამგზავრო მარშრუტის დანიშვნა მაგისტრალზე მიმდინარე წელს იგეგმება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

1tv.ge