აქტუალური
პუტინს ყოველთვის ჰქონდა ჩემ მიმართ რაღაც სიმპათია - სააკაშვილი

 საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. საქართველო იყო ზედმეტად წარმატებული მათთვის, - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა აგვისტოს ომის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთმა მეზობელ ქვეყნად წარმატებული სახელმწიფო ვერ აიტანა, რასაც ომი მოჰყვა.

მათ უკანა ბოსტანში, ეზოში უცებ გაიზარდა რაღაც, სადაც კორუფცია არ იყო, სადაც ყოველგვარი ნავთობის და გაზის გარეშე ვაშენებდით ქალაქებს, სადაც მთელი მსოფლიო შეგვნატროდა, აშშ-ის პრეზიდენტი ჩამოდიოდა და ცეკვავდა, სადაც CNN-ზე ატრიალებდნენ, ლამაზი სურათები იყო და .. წარმატება რუსეთის ბოსტანში ვერ გვაპატიეს, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ნიკა გვარამიას შეკითხვაზე, იყო თუ არა ომის გამომწვევი პირადი ფაქტორი, სააკაშვილმა აღნიშნა: მე მქონდა თანასწორუფლებიანი დამოკიდებულება, მაგრამ ძალიან ზრდილობიანი. პუტინს ყოველთვის ჰქონდა ჩემ მიმართ რაღაც სიმპათია“.