საზოგადოება
ნატო გააძლიერებს საქართველოს მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ – სტოლტენბერგმა იმ ღონისძიებებზე ილაპარაკა, რომლებიც ნატოს დაარსების 70 წლისთავთან დაკავშირებით ვაშინგტონშია დაგეგმილი

 საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. ნატო საქართველოს მხარდაჭერას გააძლიერებს, – ეს განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მან ილაპარაკა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ამ კვირაში ნატოს დაფუძნების 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვაშინგტონშია დაგეგმილი.

სტოლტენბერგის თქმით, 3 აპრილს ნატოს 29 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები აშშ-ის კონგრესში დაგეგმილ სესიას დაესწრებიან, რომელზეც ის სიტყვით წარდგება.

მისივე განცხადებით, ხუთშაბათს მოკავშირეები იმსჯელებენ რუსეთზეც და ამ კონტექსტში ნატო გააძლიერებს საქართველოს მხარდაჭერას.

ნატო შეშფოთებულია რუსეთის აგრესიული ქცევით, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ, რაც ამ დრომდე გრძელდება, ასევე აზოვის ზღვაში უკრაინელი მეზღვაურებისა და გემების დაკავების გამო. ნატომ უკვე გააფართოვა წარმომადგენლობა შავ ზღვაში. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან რეგიონში. გასულ კვირას თავად გახლდით და ვიხილენატო-საქართველოს სწავლება“. დღეს ნატოს გემები არიან უკრაინასა და საქართველოში. ეს გემები ჩაერთვებიან სწავლებაში სახელწოდებითზღვის ფარი“, რომელიც შავ ზღვაში გაიმართება. ველოდები, რომ ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრები შეათანხმებენ ახალ ზომებს და რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ ჩვენ უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება. ასევე გაძლიერდება საქართველოს და უკრაინის მხარდაჭერა ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის სამსახურის წვრთნები, ვიზიტები პორტებში და სწავლებები, ასევე ინფორმაციის გაცვლა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.