საზოგადოება
სერგეი ლავროვი: რუსეთის ფედერაცია უცვლელად რჩება აფხაზეთის რესპუბლიკის მთავარ პარტნიორად

 საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვეს შეხვედრა გაიმართა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორმხრივ ურთიერთობებში კარგი დინამიკაა და უმაღლეს დონეზე პოლიტიკური კონტაქტები რეგულარულია“.

ჩვენ მჭიდრო ვთანამშრომლობთ ბევრი მიმართულებით. ეს მოიცავს სოციალურ-ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო, სამხედრო-ტექნიკურ და საგარეო პოლიტიკის სფეროებს. წარმატებით ხორციელდება აფხაზეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამა. საგარეო ეკონომიკურ მიმართულებით რუსეთის ფედერაცია უცვლელად რჩება აფხაზეთის რესპუბლიკის მთავარ პარტნიორად“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა შეხვედრაზე.

მისივე თქმით, რუსული მხარე განსაკუთრებით აფასებს რეგიონის უსაფრთხოებისთვის ორივე მხარის ძალისხმევას, მათ შორის ორივე მხარის ურთიერთქმედებას ჟენევის დისკუსიებში, რომლის მორიგი რაუნდიც რამდენიმე დღეშია დაგეგმილი“.