პოლიტიკა
თბილისში, უკრაინის საელჩოში გახსნილ საარჩევნო უბანზე პირველ ადგილზე ზელენსკი გავიდა ხმათა 36,39 პროცენტით

 საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. თბილისში, უკრაინის საელჩოში გახსნილ საარჩევნო უბანზე პირველ ადგილზე ვლადიმ ზელენსკი გავიდა, რომელმაც ხმათა 36,39% მიიღო. მონაცემები უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

არჩევნებში სულ 283-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. საიტზე არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია, თუ რამდენი პროცენტი მიიღეს სხვა კანდიდატებმა.

უკრაინის ფარგლებს გარეთ სულ 101 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, რომლებზეც ხმა 55 031 მოქალაქემ მისცა. უცხოურ უბნებზე გამარჯვება პეტრო პოროშენკომ მოიპოვა (38,93%), ვლადიმ ზელენსკი მეორე ადგილზე გავიდა (26,01%).