უცხოეთი
პაველ კლიმკინი - უკრაინა არ შეიცვლის საგარეო პოლიტიკურ კურსს, მიუხედავად იმისა, ვინ გახდება პრეზიდენტი

 საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი დარწმუნებულია, რომ უკრაინა არ შეიცვლის საგარეო პოლიტიკურ კურსს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გახდება ქვეყნის პირველი პირი. ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა „ესენბისისთან“ ინტერვიუში გააკეთა.

საგარეო საქმეთა მინისტრის ვარაუდით, უცვლელი დარჩება დამოკიდებულება რუსეთის მიმართაც.

„საქმე ეხება ჩვენს მენტალიტეტს. უკრაინა აგრძელებს სვლას ტრანსატლანტიკური მიმართულებით, ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართულებით“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მსახიობ და შოუმენ ვლადიმირ ზელენსკისა და მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის გაიმართება.

1tv.ge