რელიგია
მძიმეა ზვიად გამსახურდიას ჯვარი, მაგრამ ღვთის მადლით, მან ბევრი სიკეთე გააკეთა საქართველოში - ილია მეორე

 საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. მძიმეა ზვიად გამსახურდიას ჯვარი, მაგრამ ღვთის მადლით, მან ბევრი სიკეთე გააკეთა საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

სამების ტაძარში ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

ამ კვირას კვირიაკეს კვირა ეწოდება, ჯვრის თაყვანისცემა. ყოველი ადამიანი არის მატარებელი ჯვარისა. ღმერთმა ინებოს, რომ ბოლომდე მივიტანოთ ჩვენი ჯვარი. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანი თხოულობს ღვთისაგან სხვა ჯვარს, მძიმეა თავისი ჯვარი და უფრო მძიმეა, აუტანლად მძიმეა სხვისი ჯვარი. ადამიანის ცხოვრება და გამოსახავდეს ჯვარს. ეს არის სწრაფვა ღვთისაკენ, მაღლა ზეცისკენ და ადამიანისკენ. აი, ეს ჯვარი ყოველმა ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა გამოსახოს. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა ჩვენგანმა, ყოველმა ადამიანმა ბოლომდე მიიტანოს ჯვარი და გახდეს მკვიდრი სასუფევლისა.

დღეს განსაკუთრებული დღეა. დღეს შესრულდა 80 წლის ზვიად გამსახურდია, პირველი პრეზიდენტი საქართველოსი. მძიმეა მისი ჯვარი, მაგრამ ღვთის მადლით, მან ბევრი სიკეთე გააკეთა საქართველოში ჩვენი ერისათვის“, - განაცხადა პატრიარქმა.