პოლიტიკა
საქინფორმი: საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის უკუნაჩვენებია აშშ-ის პრეზიდენტის ხსენება, მათი მაქსიმუმი ნატოს გენერალური მდივანი და „ახალი“ ევროპის ქვეყნების პრეზიდენტებია

 საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 24-25 მარტს საქართველოში ვიზიტის დროს ხელისუფლება გააფრთხილა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დემოკრატიულად ჩაატარებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და უზრუნველყოფენ ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლას. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ნატო დღევანდელ სახელისუფლებო პარტიას „კარზე მიუთითებს“?

     საქინფორმი: პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ სტოლტენბერგი ეთანხმება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ 2018 წლის ანგარიშს და იმავე წელს საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიულად არ მიაჩნია, რაშიც მან ბიძინა ივანიშვილის მმართველი პარტია „ქართული ოცნებას“ ადანაშაულებს, რომელმაც ძალაუფლების „უზურპაცია“ მოახდინა. ნატოს გენერალური მდივანი ასეთ განცხადებებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეუთანხმებლად არ გააკეთებდა, ის ხომ ბრიუსელის „კომკავშირის ქალაქკომის“ მდივნია და უსიტყვოდ ასრულებს ვაშინგტონის „პარტიის საოლქო კომიტეტის“ დირექტივებს!

ყურადღება მიაქციეთ - 2012 წლიდან მოყოლებული, საქართველოს უმაღლესი ხელმძღვანელობის ყველა წარმომადგენელი - პრეზიდენტი იქნება, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე თუ მინისტრები - საჯარო გამოსვლებისას და ინტერვიუებში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხსენებას ერიდებიან. ეს მათთვის რეკომენდებული არ არის, ვინაიდან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების „პიონერული რაზმეულის“ დონე „კომკავშირის ქალაქკომის“ (გენ)მდივანი სტოლტენბერგი და მხოლოდ „ახალი“ ევროპის ქვეყნების პრეზიდენტებია, და არავითარ შემთხვევაში ამაზე მეტი! ეს განსაკუთრებით საწყენია სტალინის სამშობლოსთვის, რომელსაც რუზველტი და ჩერჩილი თვალებში უყურებდნენ, აგრეთვე აშშ-ის და გერმანიის ლიდერებთან შევარდნაძის პირადი მეგობრობის შემდეგ, და სააკაშვილის შემდეგაც კი, რომელიც ოჯახით მეგობრობდა უმცროს ბუშთან და მის მეუღლესთან.

ახლა კი, სპეცპროკურორ რობერტ მიულერის დასკვნის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება საერთოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა - ბოლო ორი წლის განმავლობაში ის ხომ ოპოზიციასთან უნისონში ადანაშაულებდა რუსეთს სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში, კერძოდ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში „ვერაგულ ჩარევაში“. ეს იმას ნიშნავდა, რომ ტრამპი პუტინის მხარდაჭერის წყალობით გახდა პრეზიდენტი! ამიტომ წინის წინა კვირას, როცა ეს ვერსია ოფიციალურად და საბოლოოდ არ დადასტურდა, 2009 წლის სიტუაცია გამეორდა, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ ფსონი მაკკეინზე დადო, პრეზიდენტი კი ობამა გახდა...