საზოგადოება
დადგება დღე, როდესაც აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ურთიერთგაგებას მივაღწევთ! - ირაკლი კობახიძე

 საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. ჩვენი ძალისხმევა ორიენტირებულია უკეთეს მომავალზე, თუმცა ჩვენი პოტენციალის სრული რეალიზება ვერ მოხდება, სანამ კონფლიქტები ჩემს ქვეყანაში კვლავაც აგრძელებს რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სერბეთის ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ილაპარაკა.

ამ კონფლიქტებს ტრაგიკული, ადამიანთა სახეები აქვს. ორი კვირის წინ კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველიირაკლი კვარაცხელია გაუჩინარდა ოკუპირებულ აფხაზეთში. მანამდე საქართველომ იგლოვა ქართველი ვაჟკაცებიგიგა ოთხოზორია და არჩილ ტატუნაშვილი. მიმდინარე სამხედრო მობილიზაცია, მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, შეზღუდული მიმოსვლა, უკანონო დაკავებები და გატაცებები, განათლების მშობლიურ ენაზე მიღების აკრძალვა, სხვა ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილი მძიმე ადამიანის უფლებების დარღვევები და ფართოდ ფეხგადგმული დაუსჯელობა ამ ტერიტორიებზე, კვლავ ანგრევს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ყველა სირთულის მიუხედავად, საქართველო შერიგების და დაახლოების პოლიტიკის ერთგულია. ამ კონტექსტში ირაკლი კობახიძემ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას გაუსვა ხაზი.

ყველა ამ სირთულის მიუხედავად, საქართველო შერიგებისა და დაახლოების პოლიტიკის ერთგულია, კონფლიქტით და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის დიალოგის, ნდობის დამყარებისა და ადამიანური კონტაქტების გზით.

ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ვაძლევთ შესაძლებლობას, ისარგებლონ ყველა პრივილეგიითა და სარგებლით, რაც საქართველოს განვითარებასა და ევროინტეგრაციას მოჰყვება. ჩვენი ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენკიდევ ერთი ძლიერი ძალისხმევაა ამ მიმართულებით. ვიმედოვნებ, დადგება დღე, როდესაც აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ურთიერთგაგებას მივაღწევთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ საქართველო პრაგმატულ და მშვიდობიან პოლიტიკას გააგრძელებს.