პუბლიკაციები
საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩამოვიდა

 საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ალიშა ვუდვორდი ჩამოვიდა. მან ქართულ-ამერიკული ქარტიის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა სამინისტროში. მთავარი თემა მხარეებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის განმტკიცება იყო.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკულ დელეგაციას წარვადგენ სტრატეგიული ურთიერთობის ქარტიის ერთ-ერთი მიმართულებით, რომელიც ხალხთა შორის დიპლომატიურ ურთიერთობას ითვალისწინებს და ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, თუ როგორ გავაღრმაოთ კავშირი ორი ქვეყნის საზოგადოებას შორის. თქვენ იცით, რომ ქარტიას 4 სამუშაო ჯგუფი აქვს, მათ შორის თავდაცვისა და ეკონომიკის, სახელმწიფო მმართველობის, უსაფრთხოების და სწორედ მეოთხე ჯგუფის ფარგლებში, ხალხთა შორის ურთიერთობაზე ვისაუბრებთ დღეს ქვეყნის საგარეო უწყებაში, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.