საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი ცხაკაია თბილისის ვიცე-მერად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურშიც დაადასტურეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ უწყებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჯაბა ებანოიძე უხელმძღვანელებს.შეგახსენებთ, რომ გიორგი ცხაკაია შემოსავლების სამსახურის უფროსის პარალელურად, ფინანსთა მინისტრის მოადგილეც იყო.
თუ რატომ მიიღეს მერიაში ახალი ვიცე-მერის დანიშვნის გადაწყვეტილება ან სად გადაიყვანენ აწ უკვე ყოფილ ვიცე-მერ დავით ნინიძეს, მერიის პრესსამსახურში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.