საზოგადოება
საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. რეადმისიის ფარგლებში გერმანიიდან საქართველოს 78 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა. ისინი სპეციალური რეისით დიუსელდორფიდან უკვე ჩამოვიდნენ.
გამოძევებულთა შორის ძირითადად ოჯახები არიან. ქვეყანა დაატოვებინეს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზო რეჟიმის პირობები ჰქონდათ დარღვეული. მათ მედიასთან გამოჩენა არ ისურვეს.
ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია პერიოდულად ხორციელდება.