აქტუალური
ერთი თვის შედეგებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და წლის ან კვარტალური შედეგები განვიხილოთ - გიორგი ქობულია

 საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. ერთი თვის შედეგებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და წლის ან კვარტალური შედეგები განვიხილოთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ მიკროსესხების შემცირების თაობაზე დასმული შეკითხვისას განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტულ თვეში შეიძლება იყოს შემცირება ან ზრდა და ერთი თვის მონაცემი სრულ სურათს არ იძლევა.

რაღაც თვეში შეიძლება იყოს ზრდა, შეიძლება - შემცირება. ვიმეორებ, ჩვენ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება ერთი თვის შედეგებს. იგივე საუბარი იყო ევროპაში ექსპორტზეც იანვრის თვეში. ეს მონაცემები ახლა რომ ვნახოთ, უფრო გასწორდა. ვისაუბროთ კვარტალურზე მაინც, და წლის შედეგებზე, რადგან საქართველო მცირე ეკონომიკაა და ყოველთვის შეიძლება იყოს გადახრა წინ თუ უკან დროის მცირე პერიოდებში“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.