საზოგადოება
2019 წლის თებერვალში საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე გერმანიაში გაემგზავრა - შსს

 საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოდან ყველაზე მეტი – 5112 ადამიანი გერმანიაში გაემგზავრა.

საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობის ახალი სტატისტის თანახმად, პოლონეთს 3198 მოქალაქე ესტუმრა, საბერძნეთს – 2994, იტალიას – 2594.

რაც შეეხება შენგენის ზონაში არ შეშვების ფაქტებს, ამ მონაცემებში საფრანგეთი ლიდერობს (37 მოქალაქე). სხვა ქვეყნების მონაცემები კი ასეთია: იტალია – 34 უარი, კვიპროსი – 33, პოლონეთი – 30, ესპანეთი – 25, გერმანია – 20, ავსტრია – 20, უნგრეთი – 11, საბერძნეთი – 7, ლატვია – 6, ჩეხეთი – 4, ლიეტუვა– 2, ნიდერლანდები – 1, ბულგარეთი – 1.

შსს-ს ინფორმაციით, მთლიანობაში შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს 211 მოქალაქე არ შეუშვეს.