დღეს, 7 მარტს, სასტუმრო „Holidey Inn“-ში (ყოფილი „აჭარა“) საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე რვა ოპოზიციური პარტია ექსპერტებს, ჟურნალისტებსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
„ოპოზიციური რვიანი“ სამოქალაქო საზოგადოებას ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მიმდინარეობას გააცნობს.
„რვიანის“ ექსპერტები ირაკლი მელაშვილი და ვახტანგ ხმალაძე ხელისუფლების მიერ შეთავაზებული „ელექტრონული პირადობის მოწმობის თვითღირებულების გაანგარიშების“ ანალიზზე მოხსენებას გააკეთებენ.შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ „ახალი მემარჯვენეები“ (დავით გამყრელიძე, მამუკა კაციტაძე); „ეროვნული ფორუმი“ (კახაბერ შარტავა, რევაზ შავიშვილი); „საქართველოს გზა“ (კახა სეთურიძე, მამუკა ბალიაშვილი); „საქართველოს კონსერვატული პარტია“ (ზვიად ძიძიგური, ბიძინა გუჯაბიძე); „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ (დავით უსუფაშვილი, დავით ბერძენიშვილი); „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ (გიორგი თარგამაძე, ლევან ვეფხვაძე); „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ (ირაკლი ალასანია, ირაკლი ჩიქოვანი); „ხალხის პარტია“ (კობა დავითაშვილი, ალეკო შალამბერიძე).