აქტუალური
სააკაშვილმა ჩემი ჯაშუშობის შესახებ ინფორმაცია ივანიშვილის დავალებით გაავრცელა! - შალიკო ნათელაშვილი

 საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შალვა ნათელაშვილის სარჩელის განხილვა განახლდა.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი „ქართული ოცნების” დამფუძნებელს ღირსების შელახვისთვის უჩივის და სიმბოლურად 1 ლარის გადახდას მოითხოვს.

როგორც ნათელაშვილი აცხადებს, საქმე ეხება ივანიშვილის მიერ 2016 წელს გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის მას ჯაშუშს უწოდებს.

სასამართლო სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი დაინტერესდა, 2007 წელს იყო თუ არა ნათელაშვილი ჯაშუშად გამოცხადებული, რაზეც ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა უპასუხა, რომ ეს არის არასწორი ინფორმაცია და ის ივანიშვილის დავალებით სააკაშვილმა გაავრცელა კონტროლირებადი ტელევიზიებით.

შალვა ნათელაშვილმა პროცესზე ივანიშვილის დასწრება მოითხოვა.

სასამართლომ ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის სარჩელი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, განცხადება, რომლის გამოც ნათელაშვილი ივანიშვილს უჩიოდა, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება.

ნათელაშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით გამოჩნდა, რომ ქვეყანაში სასამართლო მართულია.

პუტინის გამოგზავნილმა აგენტმა, რომელიც საქართველოს მოევლინა, არჩევნების წინ მე მეძახა ჯაშუში და ეს რანაირად ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში?“, – განაცხადა ნათელაშვილმა.