უცხოეთი
საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. სომხეთში, სოფელ ენოქავანში საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების, მამუკა ბახტაძისა და ნიკოლ ფაშინიანის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის პრესსამსახური იუწყება. პრესრელიზის თანახმად, საუბარი შეეხო საკითხებს, რომლებიც სომხურ-ქართულ ურთიერთობებში ორმხრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს (ვიდეოს იხ, აქ).
„ნიკოლ ფაშინიანმა და მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვეს ყველა სფეროში სომხურ-ქართული ურთიერთობების მნიშვნელობას და დარწმუნებით განაცხადეს, რომ შემდგომი აქტიური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მეგობრული ურთიერთობების განვითარებას“, – აღნიშნულია პრესრელიზში.
მსგავსი არაფორმალური შეხვედრა პრემიერ-მინისტრებს შორის მიმდინარე წლის 15 იანვარს ბოლნისშიც შედგა.
1tv.ge