საზოგადოება
25 მარტს სოციალური მუშაკები ქვეყნის მასშტაბით გაფიცვას გეგმავენ

 საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. 25 მარტს სოციალური მუშაკები ქვეყნის მასშტაბით გაფიცვას გეგმავენ. მათ ჯანდაცვის სამინისტროში შესაბამისი განცხადება შეიტანეს.

სოციალური მუშაკების განცხადებით, ოჯახიდან ბავშვის განრიდების გარდა, არც ერთი კუთხით მუშაობას არ გააგრძელებენ. მათი განმარტებით, გაფიცვა გამოიწვია იმან, რომ არიან უმძიმეს მდგომარეობაში და არანაირი სერვისი არ გააჩნიათ. სოციალური მუშაკების თქმით, მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა.