საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.
ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს რუდოლფ მიხალკას და მის პოლიტიკურ მრჩეველს პიეტრო გუასტამაკიას შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს.
ეუთო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის პოლიტიკურ მდივნად დანიშვნა მიულოცა.
რუდოლფ მიხალკა 2014–2018 წლებში საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტს იკავებდა, 2018 წლის 1 სექტემბრიდან კი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელია.