უცხოეთი
საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. აშშ-მა ევროპაში ექვსი სტრატეგიული ბომბდამშენი გაგზავნა. როგორც ტელეკომპანია „სიენენ-ი“ წერს, ეს არის სიგნალი, რომელსაც ვაშინგტონი მოსკოვს ყირიმის ანექსიის მეხუთე წლისთავზე უგზავნის.
სტრატეგიული ბომბდამშენები B-52, დიდ ბრიტანეთში მდებარე ფეიფორდის სამხედრო ბაზაზე დაეშვნენ.
ორშაბათს ბომბდამშენებმა რამდენიმე ფრენა შეასრულეს ევროპაში, მათ შორის ნორვეგიის, ბალტიის ზღვისა და საბერძნეთის საჰაერო სივრცეში.
1tv.ge