რუსეთმა და საქართველომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) რუსეთის შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით, კონტაქტები აღადგინეს, თუმცა აშშ ამ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს .
ამის შესახებ ჟურნალისტმა ჯოშ როგინმა ჟურნალ Foreign Policy ბლოგზე დაწერა, რომლიც თავის მხრივ, თეთრი სახლის უმაღლესი პირების ინფორმაციას ეყრდნობა.რუსეთის მსო-ში გაწევრიანების საკითხი, ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის რუსეთში ვიზიტის მთავარი თემა იქნება. "ობამას ადმინისტრაცია ენერგიულად უჭერს მხარს რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას, თუმცა საქართველოს ამ საკითხის ჩაგდება დამოუკიდებლად შეუძლია" , - წერს როგინი.
"რუსეთსა და საქართველოს ვაჭრობის საკითხებში პრობლემები აქვთ, რომელიც საჭიროა გადაიჭრას. პროცესი წინ მიდის. მე წინასწარ ამის შეფასება არ შემიძლია, რადგან პროცესში არ ვმონაწილეობთ," - განაცხადა გუშინ აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების დირექტორმა რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში მაიკლ მაკფოლიმ.
ამასთან, მან მტკიცედ აღნიშნა, რომ აშშ არ ჩაერევა რუსეთისა და საქართველოს მცდელობებში, ამ საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიონ.
"საბოლოოდ, ეს საკითხი ორმხრივი, და არა სამმხრივი ურთიერთობების განხილვის საგანია,"- განაცხადა მაკფოლიმ.