აქტუალური
ნატო საქართველოს განიხილავს, როგორც საომარი მოქმედებების შესაძლო თეატრს კავკასიაში - ივან კონოვალოვი

 საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. საქართველოში მიმდინარე ნატოს სწავლებაზე კომენტარი გააკეთა სტრატეგიული კონიუნქტურის ცენტრის დირექტორმა ივან კონოვალოვმა. „ნატოსთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სწავლებების ჩატარება ამ რეგიონში, რადგან ამ მოედანს მთელ კავკასიაში ვითარებაზე სტრატეგიული გავლენის მოხდენა შეუძლია. ამიტომ აქ სწავლების ჩატარება ალიანსისთვის მოსახერხებელი და მომგებიანია, როგორც საომარი მოქმედებების შესაძლო თეატრზე. ისინი სწავლებებს ყველგან ატარებენ: სკანდინავიაში ეს საომარი მოქმედებების ჩრდილოეთი თეატრია, საქართველოში - საომარი მოქმედებების კავკასიური თეატრის დამუშავება“, - თქვა კონოვალოვმა „Sputnik-ლატვიასთან“ ინტერვიუში. ექსპერტის თქმით, საქართველოს, გარკვეული მიზეზების გამო, ნატოში გაწევრიანება ჯერჯერობით არ შეუძლია, მაგრამ ვინაიდან ალიანსში მთელი ძალით მიილტვის, მზად არის, ნებისმიერი შესაძლებლობა მისცეს სწავლების ჩასატარებლად.

ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მასშტაბური ერთობლივი სამეთაურო-საშტაბო სწავლება NATO-GEO EXERCISE 2019, რომელშიც 24 ქვეყნიდან 350-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, საქართველოში, ნატო-საქართველოს სწავლებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში ორშაბათს დაიწყო და 29 მარტს დასრულდება.