საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. თამარ კინწურაშვილმა განმარტება სოციალურ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია კვლევის – „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“ – ჩატარების მიზნებზე, კვლევის მეთოდოლოგიაზე – იმაზე, რატომ მოხვდა ანგარიშში, რუსული მედიების მონიტორინგთან ერთად, საქართველოს საზოგაგოებრივი მაუწყებელი და კვლევის ნაწილზე, სადაც საუბარია გადაცემა „42°პარალელზე“.
"მოკლედ, მინდა რამდენიმე განმარტება გავაკეთო კვლევაზე, რომელსაც საზმაუს ერთი გადაცემის ავტორების გულისწყრომის გამო, არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყვა. მათ შორის იყო Vაკჰუსჰტი Mენაბდე, რომელიც სრულად რომ გაცნობოდა კვლევას, დარწმუნებული ვარ, კვლევის მეთოდოლოგიაში ეჭვს არ შეიტანდა.
1. რატომ მოხვდა ერთ ანგარიშში რუსული მედიების მონიტორნგთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებელი? მონიტორინგი ჩატარდა ცალკე იმ მედიების გზავნილებზე, რომელთაც უმცირესობები თავიანთი ინფორმაციის წყაროებად ასახელებდნენ, ცალკე თავი დაეთმო, თუ რამდენად ახდენს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების, მათ შორის უმცირესობების ინფორმირებას. ერთია, რას აკეთებს რუსეთი, მაგრამ მეორე, რა საინფორმაციო პოლიტიკას ატარებს ის მედია, რომელსაც კანონმდებლობით გარკვეული შინაარსობრივი ვალდებულებები აკისრია.
2. კვლევის მეთოდოლოგაში, რომელიც უცხოელმა ექსპერტმა შეიმუშავა, მოცემულია ტონების შეფასების კრიტერიუმები (იხ. ქვემოთ). სწორედ ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეფასდა გაშუქების ტონალობა და არა იმის მიხედვით, თუ ვინ იყო სიუჟეტის ავტორი. გარკვეულ თემებზე, მათ შორის საბერძნეთის კრიზისზე, 42 პარალელის გაშუქების ნეგატიური ტონალობა კვლევაში ახსნილია გადაცემის ავტორთა იდეოლოგიური შეხედულებებით და დამოკიდებულებებით ნეოლიბერალური ეკონომიკის მიმართ (ამ იდეოლოგიის ავკარგიანობის მიუხედავად). მაუწყებლობის ქცევის კოდექსი კიდევ გვეუბნება, რომ საავტორო გადაცემებიც უნდა ეფუძნებოდეს მოსაზრებათა ფართო სპექტრს, სწორედ იმისთვის, რომ აისახოს პოლიტიკური პროცესების შეფასების კომპლუქსურობა და არა დასავლური მიდგომებისადმი კრიტიკული ხედვის შეზღუდვა. და როცა რესპონდენტები მხოლოდ პირადი იდეოლოგიური შეხედულებების მიხედვით, სელექციურად არის შერჩეული და დაკვირვების სუბიექტი მხოლოდ ნეგატიურად არის წარმოჩენილი, ნება მიეცით მონიტორებს, კვლევის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, ტონი ნეგატიურად შეაფასონ ნეიტრალურის ნაცვლად.
3. კვლევის ერთადერთი პასაჟი, სადაც საუბარია 42 პარალელის სარედაქციო პოზიციის თანხვედრაზე კრემლისტური აქტორების (პატრიოტები) და რუსეთის ხელისუფლების პოზიციასთან, სკრიპალების საქმის გაშუქება და ამ საქმის გამო რუსეთისათვის დაწესებული სანქციებია. შეგიძლიათ ნახოთ ბმული და თავად დარწმუნდეთ, რომ ამგვარ თანხვედრას ნამდვილად ჰქონდა ადგილი.
კვლევის მიზანი ნამდვილად არ ყოფილა ასეთი მტკივნეული რეაქციის გამოწვევა. მისი მიზანია, ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობების ინფორმირების გაუმჯობესება და რეკომენდაციებიც სწორედ ამ მიზნით შემუშავდა. თუ საზოგადოებრივ მაუწყებელსაც იგივე მიზანი ამოძრავებს, შეუძლია, პარტნიორად ჩაგვთვალოს ამ საქმეში, ისევე როგორც სხვა ინსტიტუტებმა, რომლებიც ჯერჯერობით ჯანსაღად ეკიდებიან კრიტიკას. :)
ტონების განმარტება მეთოდოლოგიიდან:
პოზიტიური: გასაშუქებელი თემა პოზიტიურად არის წარმოდგენილი;
ნეიტრალური: გაშუქება მხოლოდ ფაქტებს ეფუძნება, ყოველგვარი პოზიტიური და ნაგატიური კონო-ტაციის გარეშე;
ნეგატიური: გასაშუქებელი თემა ნეგატიურად არის წარმოდგენილი, ბრალდებები და კრიტიკა ცალმხ- რივია და მთლიანად ნეგატიური კონოტაციის მატარებელი.“