პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს 24 მარტს ყრილობაზე აირჩევენ

 საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს 24 მარტს პარტიის ყრილობაზე აირჩევენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.

სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეთანხმდნენ, რომ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას უყრიან კენჭს.

როგორც პარტიის ლიდერები ამბობენ, გუნდში ერთსულოვანია გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიონ.

ამასთან, პოლიტსაბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები, თუ რომელ ოლქში ეყოლება „ნაციონალურ მოძრაობას“ კანდიდატი და რომელ ოლქში დაუჭერენ მხარს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს.