აქტუალური
ნატო და აშშ რუსეთზე თავდასხმისთვის ემზადებიან

 საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. გამოვლენილია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეერთებული შტატებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო აგრესიისთვის მზადების შესაძლო ნიშნები. შესაბამისი განცხადება „როსია 1“-ის სატელევიზიო ეთერში რუსმა ექსპერტმა სერგეი მიხეევმა გააკეთა.

ანალიტიკოსის აზრით, განხორციელების შემთხვევაში თავდასხმას ორი მიზანი ექნება. პირველი - რფ-ში ხელისუფლების შეცვლა. მეორე მიზანი - ევროპის აშშ-ზე დამოკიდებულების გაძლიერება.

აგრესიის მზადების შესაძლო ნიშნებს მიხეევმა მიაკუთვნა აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე ნატოს ძალების თავმოყრა, მოსკოვთან სამხედრო შეთანხმებების გაწყვეტა და ამერიკული მხარის მიერ მცირე სიმძლავრის იარაღის დახმარებით შეზღუდული ბირთვული კონფლიქტის კონცეფციის დამუშავება.