უცხოეთი
საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ ტელევიზიის პირდაპირ ეთერში სპეციალური მიმართვისას განაცხადა.
„მივიღე გადაწყვეტილება, პრეზიდენტის უფლებამოსილება მოვიხსნა”, – განაცხადა ნაზარბაევმა.
ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობას დროებით ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, კასიმ ჟომარ ტოკაევი შეასრულებს.
შეგახსენებთ, ნურსულთან ნაზარბაევი ქვეყნის მეთაურის თანამდებობას 1990 წლიდან იკავებდა. 2015 წელს ის მეხუთე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად.
1tv.ge