უცხოეთი
პოლიციამ ესპანეთის ქალაქ ლოგრონიოში საქართველოს მოქალაქეები სახლების ქურდობის ბრალდებით დააკავა

 საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. ესპანეთის ქალაქ ლოგრონიოში პოლიციამ საქართველოს მოქალაქეები დააკავა. როგორც ადგილობრივი მედია უწყება, მათ ბრალად სახლების გაქურდვა ედებათ.

როგორც გამომძიებლები ყვებიან, საქართველოს ორი მოქალაქე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრია, რომლებსაც ლოგრონიოში რამდენიმე სახლის გაქურდვაში ადანაშაულებენ.

მედიის ცნობით, პოლიცია თვითმხილველებმა გამოიძახეს, რომლებმაც ერთ-ერთ სახლთან საეჭვო პირები შენიშნეს. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილების დაკავება სცადეს, თუმცა ისინი გაიქცნენ. დევნის დროს პოლიცია იძულებული გახდა, რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა მოეხდინა, რის შემდეგაც მათი დაკავება მოხერხდა.

გამოძიების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ორი წევრი მიიმალა და მათ ამ დრომდე ეძებენ.

1tv.ge