სამართალი
შსს: პეკინის გამზირზე ლომბარდის დაყაჩაღება სცადეს

 საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა პეკინის გამზირზე მომხდარ ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყეს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დამნაშავეებმა თანხის წაღება ვერ შეძლეს და ტერიტორია სამართალდამცველების მისვლამდე დატოვეს. ასევე დადგინდა, რომ დამნაშავეებმა შემთხვევის ადგილზე ერთი გასროლა განახორციელეს, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.

დამნაშავე პირების დადგენა დაკავების მიზნით სამართალდამცველები ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.