სამართალი
სომალელი მეკობრეების მიერ გატაცებული გიორგი ჭკადუა კონტაქტზე გამოვიდა

irenSLკახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სომალელი მეკობრეების მირ გატაცებული თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბნის მკვიდრი 29 წლის გიორგი ჭკადუა ოჯახთან კონტაქტზე გამოვიდა. გატაცებულის მამის – ოთარ ჭკადუას თქმით, მეკობრეები მისი გათავისუფლების სანაცვლოდ თანხას ითხოვენ.

„გამტაცებლები რა ოდენობის თანხას ითხოვენ, ჯერ უცნობია. გიორგიმ გატაცების შემდეგ პირველად დაგვირეკა. მან მითხრა, რომ კარგად არის, ფიზიკურ შეურაცხყოფას და ფსიქოლოგიურ ზეწოლას არ განვიცდიო“, – აღნიშნა ოთარ ჭკადუამ.

აღსანიშნავია, რომ 29 წლის გიორგი ჭკადუა იმ 17 ქართველიდან ერთ–ერთია, რომლებიც სომალელი მეკობრეების ტყვეობაში აღმოჩნდნენ. გიორგი ბოლოს ბერძნულმა კომპანია „ენესელმა“ დაიქირავა, რომელიც სუპერტანკერ „ირენ ეს-ელის“ მეპატრონეა.

მეკობრეები ომანის სანაპიროდან 200 მილის მოშორებით ტანკერს თავს დაესხნენ და ეკიპაჟი მძევლად აიყვანეს.