საზოგადოება
საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6840 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2,6840 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2,6861 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0,0021 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3,0458 ლარია, მაშინ, როცა მოქმედი კურსი 3,0407 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0,0051 ლარი შეადგინა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევიდა.