უცხოეთი
სროლა ნიდერლანდებში: არიან დაშავებულები და ერთი დაღუპული

 საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. ვიღაც მამაკაცმა მოულოდნელად გახსნა ცეცხლი თავის გარშემო, ხოლო მის გვერდით მყოფი ქალი იმეორებდა: „მე ეს არ გამიკეთებია“...

ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში უცნობმა პირმა სროლა ატეხა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ადგილობრივი პოლიცია.  

ამ დროისათვის შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრულია და ზუსტდება ინციდენტში დაშავებულთა რაოდენობა.

შემთხვევა ტრამვაის გაჩერებაზე მოხდა. პორტალი Dutch News თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ვიღაც მამაკაცმა მოულოდნელად გახსნა ცეცხლი თავის გარშემო, ხოლო მის გვერდით მყოფი ქალი იმეორებდა: „მე ეს არ გამიკეთებია“.

პოლიცია არ გამორიცხავს ტერორისტულ მოტივებს.

sputnik-georgia.com