საზოგადოება
ეუთო-ს წარმომადგენელმა სალომე ზურაბიშვილს აფხაზების მიერ გამოგზავნილი ღვინო გადასცა

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. ეუთო-ს წარმომადგენელმა რუდოლფ მიხალკამ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს აფხაზების მიერ გამოგზავნილი ღვინო გადასცა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ თავად სალომე ზურაბიშვილი წერს.

ამ საჩუქრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაშინ, როდესაც თითქმის ყველა კონტაქტი კონფლიქტის ზონასთან გაყინულია“, – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.