საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილმა კონფლიქტურ ზონებში არსებულ ვითარებაზე სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან იმსჯელა

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოს პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ტოივო კლაარს შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და კონფლიქტურ ზონებში არსებულ ვითარებას, ასევე არსებული გამოწვევების ერთობლივი ძალისხმევით გადაჭრის გზებს.

ამასთან, ტოივო კლაარმა ირაკლი ღარიბაშვილს ახალ პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

ირაკლი ღარიბაშვილს ადრეც შევხვედრივარ, როდესაც ის პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინიტრის პოსტს იკავებდა. მე მას მივულოცე ახალ პოზიციაზე დანიშვნა. შეხვედრაზე ფართოდ განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ჩემი მოვალეობები და ის ვითარება, რაც კონფლიქტების მიმართულებით არსებობს.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობა. ჩემი, როგორც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარის მოვალეობაა დიალოგის უზრუნველყოფა და დახმარება კონფლიქტების გადაჭრის პროცესში“, – განაცხადა ტოივო კლაარმა.

ამასთან, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა.