სამართალი
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 318 პირი მისცეს

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც სამინისტროს მიერ ჩატარებულ მასშტაბურ ოპერაციაზე ილაპარაკა.

ბორცვაძის თქმით, პოლიციამ ნარკორეალიზატორების ორგანიზებული ჯგუფის 29 წევრი დააკავა.

მინისტრის მოადგილემ მიმდინარე წლის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობაც დაასახელა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის და გავრცელების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას. 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 11 კილოგრამამდე ჰეროინი, 1 კილო და 300 გრამი კოკაინი, 800 აბი სუბუტექსი და სუბოქსინი, 1300 აბზე მეტიექსტაზი“, 4 კილო და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 150 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. მიმდინარე წელს სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 318 პირი მისცეს“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.