აქტუალური
დაიმახსოვრეთ მათი სახეები - ესენი არიან სააკაშვილის ბინძური პროვოკატორები სალია, ქაცარავა და კიდევ ერთი ბანდიტი!

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. ქართულმა პოლიციამ და სახელმწიფომ გუშინ ყველაფერი გააკეთეს, რათა ხურვალეთი რუს ოკუპანტს არ დაეკავებინა, – ამის შესახებ ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ლუდა სალია წერს, ოკუპანტმა საღამოს დაკავებული ტერიტორია დატოვა.

გუშინ ქართულმა პოლიციამ და სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთეს, რათა ხურვალეთი არ დაეკავებინა რუს ოკუპანტს. იყო ვნებათაღელვაც, შიშიც, შეხლა-შემოხლაც, მაგრამ შედეგი დადგა. ოკუპანტმა დატოვა გუშინ საღამოს დაკავებული ტერიტორია. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, – წერს ლუდა სალია.

სოციალურ ქსელში ხურვალეთის ხანდაზმულთა სახლის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. სუს-ის განცხადებით, უწყება არ ადასტურებდა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროების გადმოსვლა არ დაადასტურა არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.