აქტუალური
სომხეთის პარლამენტში საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის ჯგუფი ყალიბდება - საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

 საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. სომხეთის საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის ჯგუფი ჩამოყალიბდება. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა არარატ მირზოიანმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

არარატ მირზოიანმა საქართველოს პრეზიდენტის სომხეთში ვიზიტზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ მსგავსი ვიზიტები მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ეს ურთიერთობები განსაკუთრებულია ორივე ქვეყნისათვის და დაფუძნებულია საერთო ისტორიაზე, სულიერ ღირებულებებზე და ძალიან აქტიურია ყველა სფეროში, როგორც სამეცნიერო, ასევე კულტურულ და სამეცნიერო საკითხებში.

ტრადიციულად, ჩვენ გვქონდა მჭიდრო საპარლამენტო ურთიერთობები და დღესაც ვავითარებთ მას. ამ ეტაპზე ჩვენს ასამბლეაში ყალიბდება საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელიც ასამბლეის ვიცე-სპიკერი, ქალბატონი აზარიანი იქნება.

ჩვენი მყარი და მდგრადი კავშირები შესაძლებლობას გვაძლევს, ვითანამშრომლოთ საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც ჩვენი მოსაზრებები უამრავ საკითხში თანხვედრაშია და მხარს ვუჭერთ ერთმანეთს. მაგალითად, სომხური დელეგაცია თავს იკავებს ხმის მიცემისგან ისეთ საკითხში, რომელიც საქართველოს ინტერესების დაზიანებას ეხება.

მთანი ყარაბაღის კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს. ეს მომდინარეობს ყველას ინტერესიდან“, – აღნიშნა არარატ ​მირზოიანმა.