პოლიტიკა
„გაზპრომთან“ მოლაპარაკება საქართველოსთვის წარმატებით დასრულდა, განაცხადა პრემიერმა ბახტაძემ

 საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. „გაზპრომთან“ მოლაპარაკება, ფაქტობრივად, დასრულებულია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო მოლაპარაკებისას ორი ძირითადი პრინციპით ხელმძღვანელობდა.

მინდა, შეგახსენოთ პრინციპები, რითაც ეკონომიკის სამინისტრო ხელმძღვანელობდა მოლაპარაკების წარმართვისას. პირველი, რა თქმა უნდა, ეს გახლავთ ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა და მეორე პრინციპი გახლდათ, რომ ჩვენი პოზიციები გაუმჯობესებულიყო ამ კონტრაქტში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, მოლაპარაკება ორივე პრინციპის სრული დაცვით დასრულდა, რაზეც დეტალურ განმარტებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გააკეთებს.