ქალთა საპატიმროში მსჯავრდებულები შიმშილობის დაწყებას გეგმავენ
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ქალთა საპატიმრო დაწესებულების მსჯავრდებულები, სააგენტო „პირველის“ ინფორმაციით, დღეიდან, 4 მარტიდან, შიმშილობის დაწყებას გეგმავენ. პატიმრები პაემანის ოთახებში სტუმრისგან გამყოფი მინის მოხსნას მოითხოვენ.
ეს მოთხოვნა პატიმრებმა ადმინისტრაციას რამდენიმე დღის წინათ გააცნეს და რეაგირებას დღემდე ელიან.
იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციამ მოთხოვნა დღესაც უპასუხოდ დატოვა, პატიმრები შიმშილობის დაწყებას დღესვე აპირებენ. ამ მოთხოვნას პატიმართა საკმაო რაოდენობა უჭერს მხარს.
ცნობისთვის: ქალთა საპატიმრო დაწესებულებაში სასჯელს 2000-მდე მსჯავრდებული იხდის.