უცხოეთი
ევროპარლამენტმა გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ შეჩერებაზე რეზოლუცია მიიღო

 საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ შეჩერების მოწოდებით, ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო. ევროკავშირის რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების რეზოლუცია ითვალისწინებს პერსონალური სანქციების გაფართოებასაც, ასევე ფინანსებთან და ტექნოლოგიებთან რუსეთის წვდომის შეზღუდვის შესაძლებლობას.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთი სტრატეგიულ პარტნიორად აღარ უნდა იყოს განხილული.

რეზოლუციას მხარი 402-მა დეპუტატმა დაუჭირა, 163 წინააღმდეგი იყო, 89-მ კი, თავი შეიკავა.

რეზოლუციის ტექსტის თანახმად, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ ზრდის ევროკავშირის დამოკიდებულებას რუსეთის გაზზე, საფრთხეს უქმნის ევროკავშირის შიდა ბაზარს, არ შეესაბამება ევროკავშირის ენერგეტიკულ პოლიტიკას და მის სტრატეგიულ ინტერესებს.

1tv.ge