პოლიტიკა
სხვადასხვა ქვეყანაში ამერიკელი სამხედროების ყოფნა ძვირად ღირებული „სიამოვნება“ ხდება!

 საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოკავშირეებთან პრობლემის გადაჭრის ფორმულა შეიმუშავა, რომლებიც, მისი აზრით, ჯარების განთავსებისთვის ვაშინგტონს არასაკმარისად უხდიან. ამის შესახებ მან თავის თანაშემწეებთან საუბრისას განაცხადა, იუწყება გაზეთი The Washington Post.

ტრამპს სურს, ქვეყნები, რომელთა ტერიტორიებზე ამერიკელი სამხედროები არიან განლაგებული, დაავალდებულოს, გადაიხადონ მათი იქ ყოფნის სრული ღირებულება და კიდევ ნახევარი. ამ ფორმულას მან „ფასი+50%“ დაარქვა. გამოცემის თანამოსაუბრეთა აზრით, ამან, შესაძლოა, იქამდე მიგვიყვანოს, რომ მოკავშირეები აშშ-ს ხუთჯერ მეტს გადაუხდიან, ვიდრე ახლა.

გარდა ამისა, იტყობინებიან, რომ ამ ფორმულის ერთ-ერთი ქვეყნის მიმართ გამოყენება უკვე განიხილებოდა უმაღლეს დონეზე და რომ ამ ამბავმა „შეძრა“ გერმანია, იაპონია და სამხრეთ კორეა, სადაც ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა განლაგებული.