სამართალი
ეკა ბესელიას ერთი წელი დასჭირდა, რომ პრინციპული პოზიცია დაეკავებინა ადეიშვილის ნარჩენების მიერ სასამართლოს მართვაზე! - ანა დოლიძე

 საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. ეკა ბესელიას, სამწუხაროდ, ერთი წელი დასჭირდა, რომ მკვეთრი და პრინციპული პოზიცია დაეკავებინა ადეიშვილის ნარჩენების მიერ სასამართლოს მართვასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ განუცხადა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, არის თუ არა სხვაობა ეკა ბესელიას ბოლოდროინდელ განცხადებებში სასამართლო რეფორმის შეფასების კუთხით, ანა დოლიძემ უპასუხა, რომ კლანის ტყვეობაში ყოფნას გამოფხიზლება სჯობია, თუმცა მსგავსი პოზიციების უფრო ადრე დაფიქსირება უმჯობესი იქნებოდა.

ეკა ბესელიას თანდასწრებით, მონაწილეობით და, სულ მცირე, მას ნანახი ექნება ის უმწვავესი განცხადებები და დებატები სწორედ ადეიშვილის ნარჩენებზე, რომელიც ერთი წლის წინ უმწვავეს დონეზე დაიწყო იუსტიციის საბჭოში. ბევრ ასეთ დებატებს ის პირადადაც ესწრებოდა. სამწუხაროდ, ერთი წელი დასჭირდა, რომ მკვეთრი და პრინციპული პოზიცია დაეკავებინა ადეიშვილის ნარჩენების მიერ სასამართლოს მართვასთან დაკავშირებით. ჩემი პოზიცია ასეთიაადრე რომ ამოეღოთქართული ოცნებისწევრებს ხმა და მოესმინათ ჩვენი, არ გვექნებოდა ეს ძალიან მძიმე, ტრაგიკული სიტუაცია, რომელიც დღეს გვაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, გამოფხიზლება ჯობია მუდმივად კლანის ტყვეობაში ყოფნას, როგორც დღესაც იმყოფებაქართული ოცნებისბევრი წევრი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.