სამართალი
ჩვენი ხელისუფლების ყველაზე დიდი მონაპოვარი გახლავთ მედიაპლურალიზმი, გახარია 24-საათიან რეჟიმში ეხმარებოდა ბიზნესმენებს! - პრემიერი ბახტაძე

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. ჩვენი ხელისუფლების ყველაზე დიდი მონაპოვარი გახლავთ თავისუფლება და მედიაპლურალიზმი, ეს არის ის, რასაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბიზნესზე შესაძლო ზეწოლას ეხებოდა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, მინისტრთა კაბინეტის ნებისმიერ წევრი, რომლის მიმართაც კითხვები გაჩნდება, მზად არის, ამ შეკითხვებს გასცეს პასუხები.

რაც შეეხება ბიზნესზე ზეწოლას და იმ ბრალდებებს, რომელსაც მე ვისმენ გიორგი გახარიას წინააღმდეგ, მინდა ორი მნიშვნელოვანი არგუმენტი გითხრათჩვენი ხელისუფლების ყველაზე დიდი მონაპოვარი გახლავთ თავისუფლება და მედიაპლურალიზმი. ეს არის ის, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. მინდა, დავუბრუნდე ბრალდებებს, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ გიორგი გახარიას წინააღმდეგ. გიორგი ჩვენ გუნდში შემოვიდა, როგორც ბიზნესომბუდსმენი. პირადად, ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ეხმარებოდა ისნაციონალური მოძრაობისგანმართლა გამწარებულ მეწარმეებს, რომ მათ აღედგინათ თავისი უფლებები და ამას აკეთებდა 24-საათიან რეჟიმში. შესაბამისად, ეს ჩემთვის კიდევ უფრო მასტიმულირებელია, ვიფიქრო, რომ ეს არის, როგორც ჩანს, პოლიტიკურად ორკესტრირებული საქმე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.