უცხოეთი
ვირჯინიის სასამართლომ პოლ მანაფორტს სამი წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. ვირჯინიის სასამართლომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, პოლ მანაფორტს სამი წლითა და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ის დამნაშავედ ხუთი მუხლით ცნეს. მათ შორის გადასახადებისთვის თავის არიდებასა და სხვა ფინანსურ მაქინაციებში.

პოლ მანაფორტის საქმეზე კიდევ ერთი სასამართლო სხდომა 13 მარტს ვაშინგტონის სასამართლოში გაიმართება. ამ საქმეზე მანაფორტს მოწმეებზე ზეწოლისა და უკრაინის ექსპრეზიდენტის სასარგებლოდ დაურეგისტრირებელი ლობისტური საქმიანობისთვის 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. აღნიშნულ საქმეში მას ბრალი სპეცპროკურორმა რობერტ მიულერმა წაუყენა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის რუსეთთან შესაძლო კავშირს იძიებს.

1tv.ge