საზოგადოება
სირიაში კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა

 საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. 35 წლის რუსლან ტოხოსაშვილის გარდაცვალება დადასტურდა. ის ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ ომალოში ცხოვრობდა.

ახლობლების ინფორმაციით, ტოხოსაშვილი სირიაში რამდენიმე თვის წინ მოკლეს, თუმცა გარდაცვალების შესახებ პანკისში მყოფ მისი ოჯახის წევრებს მოგვიანებით შეატყობინეს.

რუსლან ტოხოსაშვილი გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია ხეობაში, რა ვითარებაში და როგორ დაიღუპა, ჩემთვის არ არის ცნობილი, უბრალოდ ვიცი, რომ ოჯახი სამძიმარს იღებდა მისი გარდაცვალების გამო, - ამბობს „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას სამოქალაქო აქტივისტი სულხან ბორძიკიშვილი.

რუსლან ტოხოსაშვილი პანკისიდან სირიაში 2014 წელს წავიდა და „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა. ბოლო მონაცემებით, სირიაში 33 პანკისელი დაიღუპა.