უცხოეთი
პუტინი ბიბილოვს 9 ივნისის ე.წ. არჩევნებში სრულ მხარდაჭერას პირდება

 საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. „როგორც შევთანხმდით, ჩვენ გავაგზავნით დამკვირვებლებს სამხრეთ ოსეთის საპარლამენტო არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გააკეთებთ, რათა საპარლამენტო არჩევნებმა დემოკრატიულად ჩაიაროს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრის დროს.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნები მშვიდად ჩაივლის და ბიბილოვს სრულ მხარდაჭერას პირდება.

ცნობისთვის, ანატოლი ბიბილოვი პუტინთან გამგზავრებამდე , იმ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდა, რომლებიც ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.

4 მარტის შეხვედრაზე, ბიბილოვმა ცხინვალის პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდა, მოსახლეობასთან შეხვედრებზე   „არაკონსტრუქციული კრიტიკისგან“ თავი შეიკავონ და მხოლოდ „რეალურ პრობლემებზე „ ილაპარაკონ

უქმნის თუ არა დისკომფორტს ანატოლი ბიბილოვს ცხინვალის ოპოზიცია და რამდენად შეიძლება იყოს კავშირში მისი კრემლში გახშირებული ვიზიტები   მოახლოვებულ ე.წ. არჩევნებთთან,ამ კითხვით “2020NEWS-მა “ ექსპერტს კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძეს მიმართა.

როგორც არეშიძე აცხადებს, -ნაკლებად სავარაუდოა, ადგილობრივმა ოპოზიციამ ცხინვალში პოლიტიკური ამინდი შეცვალოს , რადგან ვითარებას საოკუპაციო რეჟიმი სულად აკონტროლებს .

„ბიბილოვის მოსკოვში გახშირებული ვიზიტები ადგილობრივ მოსახლეობაში მისი, როგორც პოლიტიკური ლიდერის,   პრესტიჟის ამაღლებას უფრო უნდა ემსახურებოდეს , ვიდრე ე.წ. კონკურენტების შიშს “,- აცხადებს მამუკა არეშიძე.

ცნობისთვის, ცხინვალში ე.წ. საარლამენტო არჩევნები 9 ივნისს გაიმართება. ამ დროისთვის ,უკვე დარეგისტრირებულია 6 პარტია, რომელიც ე.წ. პარლამენტში 34 ადგილისთვის იბრძოლებს.

2020news.ge