საზოგადოება
კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებად მიხეილ ჩიკვილაძე, მანანა ღოღობერიძე და ნინო მინდიაშვილი შეარჩია

 საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. საკონკურსო კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის სამი კანდიდატი შეარჩია, პარლამენტი კი მათგან ერთს აირჩევს.

კანდიდატები არიან:

1. მიხეილ ჩიკვილაძე;

2. მანანა ღოღობერიძე;

3. ნინო მინდიაშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ ღია კონკურსში ცხრა კანდიდატი მონაწილეობდა: მალხაზ ასლამაზაშვილი, დონარა შონავა, მიხეილ ჩიკვილაძე, ზაალ ანჯაფარიძე, მიხეილ ჭიაურელი, მანანა ღოღობერიძე, ნინო მინდიაშვილი, ია მამალაძე და იოსებ ჭუმბურიძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ ადგილზე საქართველოს პარლამენტმა ღია კონკურსი 8 თებერვალს გამოაცხადა, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის შემადგენლობა 21 თებერვალს დაამტკიცა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზაზა შათირიშვილმა პარლამენტს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით 24 დეკემბერს მიმართა. ზაზა შათირიშვილი სამეურვეო საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით იყო არჩეული.