პოლიტიკა
ამის შესახებ განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა პარტიის ოფისში შესაძლო რევოლუციის საფრთხეებსა და პროგნოზებზე საუბრისას გააკეთა.
„არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას ალტერნატივა ქვეყანაში არ აქვს და ყველას ვთხოვ, ორი რამ არ აურიოს ერთმანეთში: ის, რომ სააკაშვილი წასასვლელია და რომ ის რეალურად გახდა ბარიერი ქვეყნის განვითარებისთვის, არის ერთი, მაგრამ მასთან ოპონირება, მის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა არ უნდა გადავიყვანოთ სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ბრძოლაში – ეს პასუხისმგებლობის მქონდე ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გაითვალისწინოს“, – განაცხადა ალასანიამ.შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, ქვეყანაში მოვლენების რევოლუციურ განვითარებაზე ოპოზიციის წარმომადგენლები უკვე აქტიურად ალაპარაკდნენ. ლევან გაჩეჩილაძემ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს მოუწოდა: „ის და მისი გუნდი ოპოზიციის მხარეს გადავიდნენ და ყველაფერი უსისხლოდ დასრულდება“.